სამართალი
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ბელგიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

1gomelaur-samart-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. დელეგაციის წევრები არიან: ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში თეო ფრანკენი, იმიგრაციის სამსახურის გენერალური დირექტორი ფრედი რუზმონტი, სახელმწიფო მდივნის სპიკერი კატრინ იანსეუნი, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მაიკე დე ვრესი და შინაგან საქმეთა ფედერალური საჯარო სამსახურის ატაშე ქეით ვერზელენი.

ვიზიტის მიზანია მიგრაციის მართვის კუთხით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობა, ორმხრივი ურთიერთობის დამყარება და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა.