აქტუალური
სრული “ინტერნეტიზაცია” - ახალი უმუშევრები საქართველოში...

internetmlmგამოცდილი ბუღალტრები მალე უმუშევრები დარჩებიან. სამთავრობო სხდომაზე პრემიერ მინისტრი ნიკა გილაურის განცხადებით, მეწარმეებსა და საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობა მთლიანად ელექტრონულად განხორციელდება, რაც თავისთავად უკვე ჭარმაგი და გამოცდილი ბუღალტერების უმუშევრად დარჩენას გულისხმობს. “საქინფორმის” ჟურნალისტთან საუბრისას უშანგი ადამიამ, რომელიც წლების განმავლობაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მთავარი ბუღალტერი იყო და დღემდე მის ოჯახს ამ საქმიანობით ინახავს, განაცხადა, რომ მისთვის და მისი ასაკის ბუღალტრებისთვის ეს წამოწყება მიუღებელია, რადგან 67 წლის ასაკში, როდესაც შეხება ინტერნეტთან არასდროს ჰქონია დ, მიუხედავად ამისა, ჩინებულად აკეთებს თავის საქმეს, რაც ციფრებთან და არა კლავიატურასთან მუშაობაა, ამ გლობალურ ქსელთან შეჭიდება მისთვის ძნელია და ვერც ხვდება, რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინტერნეტი ბუღალტერიაში. თუმცა არც უკვირს, როდესაც ხედავს, როგორ ცდილობს 29 წლის მინისტრი საქართველოს მდგრად განვითარებას. მინისტრი ნიკა გილაური სიამაყით აღნიშნავს, შემოსავლების სამსახურში განხორციელებულ ინტერნეტიზაციის ცვლილებებს, რის მიხედვითაც, მისი თქმით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, თუმცა მინისტრს ავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობითაც ლიდერთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს.