საზოგადოება
რიმა ბერაძე და კობა კობალაძე თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის დაძმობილების საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ

1rima-sazog-2-mtavarსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26-29 ივნისს, თბილისის დელეგაცია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძის, საკრებულოს დეპუტატი კობა კობალაძის და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის შემადგენლობით გერმანიაში იმყოფებიან.

რიმა ბერაძე და კობა კობალაძე ქალაქ ზაარბრიუკენში, თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. ვიზიტისას ასევე ზაარბრიუკენსა და ნანტს შორის დაძმობილების 50 წლის იუბილეც აღინიშნა.

საიუბილეო საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ზაარბრიუკენის მერმა შარლოტა ბრიტსმა, თბილისის მერის მოადგილემ და ნანტის ვიცე-მერმა კაროლ დანიელმა ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა თბილისი - ცხოვრება ახალ დროში და ფოტო მარათონი „2015 ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისი გაიხსნა.

ზაარბრიუკენის მერმა შარლოტა ბრიტსმა,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ნანტის ვიცე-მერმა კაროლ დანიელმა ფოტო-კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

1rima-sazog-2-qvem