საზოგადოება
საკრებულოს თავმჯდომარის სათათბირო: „თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის დარქმევა კარგი ინიციატივაა“

1-sakrebulo-sazog-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის საზოგადოებრივმა სათათბირომ, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის, მხატვარ მურაზ მურვანიძის, ლიტერატორ თამაზ ტყემალაძის და სხვა საზოგადო მოღვაწეების შემადგენლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელა.

წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა.

სათათბიროს ხელმძღვანელმა მიხეილ ლოლაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, გამოჩენილი ადამიანების სახელების უკვდავყოფა სწორედ ამგვარი ფორმით ხდება.

ვფიქრობ, თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის დარქმევა კარგი ინიციატივაა“, - განაცხადა მიხეილ ლოლაძემ.