საქართველოს პარლამენტში მოხალისეობის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს
საქართველო, 1 ივლისი,
საქინფორმი. მოხალისეობის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის, ამიტომაც დასავლურ ქვეყნებში მოხალისეობას სახელმწიფო უწყობს ხელს. ამ ტენდენციას საქართველოც შეუერთდა. პარლამენტში ინიცირებულია მოხალისეობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს ორგანიზებულ პირობებში ფიზიკური პირის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებულ საქმიანობას.
მოხალისედ ყოფნის დროს პირს უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი და საშუალება, ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც განკუთვნილია უმუშევართათვის. ამასთან კანონპროეტი აწესებს მოხალისის მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობის ვალდებულებას.