პოლიტიკა
2015 წლის აგვისტოში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა
1-avgust-polit-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებული პაკეტით გათვალისწინებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება. ეს პირველ ივნისს ნატოს შტაბბინაში გამართული ვიზიტის შედეგია, როდესაც თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში, პირველად შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს. საუბრის ძირითადი თემა იყო 2016 წელს დაგეგმილი ვარშავის სამიტი. როგორც აღინიშნა, ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა. MAP-ის გადმოცემის მყარი გარანტია არსებობს და აღსანიშნავია, რომ საქართველომ უამრავი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობებში წარმატებით გადალახა.