აქტუალური
საექსპერტო ნუსხაში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობს

avtoქართული ექსპორტის ტრადიციული ლიდერი ფეროშენადნობები პოზიციებს თმობს. წლის ბოლოს საექსპორთო ნუსხაში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.

საექსპერტო პროდუქციის ათეული კი ასე გამოიყურება: მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, შავი ლითონების ჯართი, ოქრო, სპილენძის მადანი, თხილი, მინერალური სასუქი, საფრენი აპარატების ნაწილები, ელექტროენერგია, ნახშირბადიანი ფოლადის წნელები. მთლიანობაში ბოლო 2 თვის განმავლობაში ექსპორტი 0.4%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი და სავაჭრო დეფიციტი შესაბამისად 5.2 და 7.7%–ით გაიზარდა.