სამართალი
ბაჩუკი ჟორდანია და ლევან გვარჯალაძე მცხეთასთან ავარიას ემსხვერპლნენ

1-baCuki-samart-3საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვახტანგ (ბაჩუკი) ჟორდანია და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან გვარჯალაძე მცხეთასთან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ - ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქით" ვრცელდება.

საქინფორმის კოლექტივი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ღრმა თანაგრძნობას უცხადებენ ხათუნა ჟორდანიას, დაღუპულის ოჯახს, ნათესავებსა და მეგობრებს.