საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება, ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა!“

1-irakl-sazog-3-analit-6საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ პოპულარულ ქართულ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეუფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი. ამდენად მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან, "მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ენაღვლებათ".