საზოგადოება
„თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება და ამის აუცილებლობას დაინახავს, იგი ამას ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე გააკეთებს ისე, რომ წინ ვერაფერი აღუდგება“- პრემიერი ღარიბაშვილი

1-bidzina-sazog-2-analit-5საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოპულარულ ქართულ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ექსლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იგი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის წინააღმდეგი იყო.

რაც შეეხება მათ ურთიერთობას, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მოქმედი პრეზიდენტები და პრემიერები რჩევებს იღებენ ყოფილი პრემიერებისა და პრეზიდენტებისაგან და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა.

„მე, როგორც მოქმედ პრემიერ- მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს, ამაში უჩვეულო არაფერია!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ასავალ- დასავალთან" საუბარში.