პოლიტიკა
ახალგაზრდული მოძრაობა "არა" დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი ტრანსპორტის გაძვირებასა და ავტობუსების ე.წ. ხაზების შემცირებას აპროტესტებენ.
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, მოძრაობა "არას" აქტივისტები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და ავტობუსების გაჩერებიდან სირბილით მივლენ მერიის შენობამდე, რითაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებასა და ავტობუსების სამოძრაო ხაზების შემცირებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ.