აქტუალური
თეა წულუკიანი: „სამოქალაქო კანონმდებლობაში შავით თეთრზე წერია,რომ საქართველოში ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“

1-culukiani-aqtual-3საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ში ერთსქესიანთა დაკანონებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

ყველა ქვეყანაში კანონები ამ საკითხზე... უნდა იყოს თუ არა ერთსქესიანი ქორწინება, დგინდება იმის მიხედვით, როგორია საზოგადოებრივი კონსესუსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ამ თემაზე კონსესუსი არსებობდა... ვიდრე საქართველოში ეს კონსესუსი არ არსებობს, ვერც ერთი ხელისუფლება, მათ შორის ჩვენი, ვერ გადადგამს რაიმე ტიპის ნაბიჯს, რომ შეცვალოს ეს კანონი. დღეს რაც არის კანონი, რომ ქალი და მამაკაცი ქმნის ოჯახს, ასეთადვე დარჩება ის საქართველოში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოპულარული ქართული გაზეთი "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.