აქტუალური
„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, როგორც გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოსთან, ურთიერთობების გაღრმავებას“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-kitai-aqtual-2-mtavarსაქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სინძიან უიღურეთის ავტონომიური რეგიონის თავმჯდომარის მოადგილე ხუანგ ვეისთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

„შეხვედრაზე... ვისაუბრეთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს და ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ასევე ვისაუბრეთ აბრეშუმის გზის, ახალი ეკონომიკური სარტყელის მნიშვნელობაზე, როგორც ჩინეთისთვის ასევე საქართველოსთვის, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული ფუნქცია დაიბრუნოს“, – განაცხადა ხუანგ ვეიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

1-kitai-aqtual-2-qvem