აქტუალური
„ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში პრეზიდენტისა და მისი ეკონომიკური მრჩევლის "სკეპტიკური დამოკიდებულება" ბევრ კითხვას აჩენს“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-skeptik-aqtual-1-analit-7საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოპულარულ ქართულ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მისთვის მათი ამგვარი პოზიცია გაუგებარია.

მისივე განმარტებით, თუ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ პარლამენტი მოახდენს მობილიზებას ამ ვეტოს დასაძლევად, როგორც ეს წინა რამდენიმე შემთხვევაში მოხდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარლამენტმა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოთქმულ რეკომენდაციები გაითვალისწინა.

"ამ კანონპროექტმა თავდაპირველად მღელვარება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, აზიის განვითარების ბანკში, EBRD -ში, მსოფლიო ბანკში და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა, წლებია თანამშრომლობს... ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზება, პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა!", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.