აქტუალური
ვის ხარჯზე იზრდება ვერა ქობალიას უწყების ბიუჯეტი?!

dazgvმაშინ, როდესაც ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურების ხარისხის ვარდნაზე სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ და ამის გამომწვევ მიზეზებს ეძებენ, მთავრობა ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას კიდევ უფრო ამცირებს. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტი 17 დეკემბერს დაამტკიცებს, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 136 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ხოლო 2010 წელს ამ მიზნით 168 მილიონი ლარი იხარჯება. ასევე, მცირდება მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება. კერძოდ: ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა 2011 წელს 1 მილიონ 700 ათას ლარამდე თანხით დაფინანსდება, რაც წლევანდელ დაფინანსებაზე 1 მილიონ 65 ათასით ნაკლებია. ეს შემცირება კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსების გაორმაგების ფონზე.