ილია მეორე: “აშშ-მა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა!“
საქართველო, 29 ივნისი,
საქინფორმი. ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე აშშ-ის ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც...", - განაცხადა პატრიარქმა.