აქტუალური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონებში რამდენიმე ობიექტს ყიდის

for-saleსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონებში რამდენიმე ობიექტს ყიდის. სამინისტროს ინფორმაციით, გორში, აღმაშენებლის ქ.№42-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული 1.302 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 40 000 აშშ დოლარია, ხოლო სამეფოს ქ. №66-ში არსებული 620 კვ.მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 309 კვ.მეტრის შენობა-ნაგებობის ფასი - 10 000 აშშ დოლარი. აუქციონზე გამოტანილი იქნება ასევე მცხეთაში, ფარნავაზის ქ. №1-ში არსებული შენობა-ნაგებობება და მათზე დამაგრებული 1 600 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 15 000 აშშ დოლარია. გარდა ამისა, სამინისტრო ოზურგეთში, გიორგაძის ქ. №7-ში არსებული 2 500 კვ.მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ყიდის. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 10 000 აშშ დოლარია. აღნიშნული ობიექტების პრივატიზების მიზნით, სამინისტროში აუქციონი 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიმართება.