პოლიტიკა
ღმერთი თუ ამერიკა? - არნო ხიდირბეგიშვილი

1-bog-pol-2-red-2-mtსაქინფორმის მთავარი რედაქტორის მიმართვა ქართველ ერს:

ქართველებო!

ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად 1700 წლის წინათ იქცა და დღეს საქართველოს მოსახლეობის 90% ქრისტიანია. აშშ წარმოიშვნენ 239 წლის წინათ და გამუდმებით იბრძვიან დედამიწაზე საკუთარი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად „დემოკრატიის“ დამკვიდრების საბაბით.

„ადამი და ევა - მამაკაცი და ქალი - ქმარი და ცოლი“, - გვასწავლის სამყაროს შემქმნელი. „ადამი და ადამი, ევა და ევა - მამაკაცი და მამაკაცი, ქალი და ქალი - ქმარი და ცოლი, ცოლი და ქმარი“ - გვასწავლიან „ფერადი რევოლუციების“ შემქმნელები და ამით ომს უცხადებენ ღმერთსა და ღვთაებრივ მსოფლიო მოწყობას.

მხოლოდ 50 წლის წინ დაუშვა აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ რასათა შორის ქორწინებები, 3 დღის წინ კი - 2015 წლის 26 ივნისს - აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ერთსქესიანი ქორწინებები დაუშვა: ამიერიდან ასეთი „წყვილის“ დაქორწინებაზე უარის თქმა აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. „ეს ამერიკის გამარჯვებაა! ეს ადასტურებს, რომ მილიონობით ამერიკელი თანაბარუფლებიანია და ჩვენ უფრო თავისუფლები გავხდით!“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საგანგებო მიმართვაში და ის მართალია - ამერიკის უფრო დიდი „გამარჯვება“ისტორიას არ ახსოვს... აშშ-ის მომდევნო სავარუდო პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონმა კი თავის Facebook-გვერდზე დაწერა „ვამაყობ!“.

ქართველებო! აირჩიეთ: ღმერთი თუ ამერიკა? ბიბლია თუ აშშ-ის კონსტიტუცია?

ამასთან, გახსოვდეთ, რომ საქართველო, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ათობით ერი ცხოვრობდა და არასოდეს აკრძალულა რასათაშორისი ქორწინებანი, 2003 წლის ნოემრბიდან აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება. „ვარდების რევოლუციამ“ კრახი კი განიცადა, სააკაშვილი კი გაქცეულია, თუმცა, ამერიკა საქართველოსთვის უწინდებურად „№1 სტრატეგიული პატრონი“ და „დემოკრატიის ეტალონია“. თუმცა, განა არსებობს მსოფლიოში თუნდაც ერთი ქვეყანა - აშშ-ის მიერ ოკუპირებული და აყვავებული?!

2015 წლის 29 ივნისი
საქართველო, თბილისი

1-bog-pol-2-red-2-qv