სამართალი
ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა იყო გენერალ პატრიკ დე რუზიესთან შეხვედრის მთავარი თემა. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ჩვენ პრაქტიკულად ყველასგან მივიღეთ მხარდაჭერა, რაც მუდმივად ჩანს ევროპარლამენტის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ... საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარულს, ევროპარლამენტის მხადაჭერის ფონზე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.