საზოგადოება
,,გვსურს გავაფრთხილოთ საზოგადოება, რომ აღნიშნული ქმედება არა მხოლოდ კანონით დასჯადია, არამედ მიზანმიმართულად ემსახურება სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას. მივმართავთ საზოგადოებას, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, შემდგომი რეაგირებისათვის შეგვატყობინონ ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: 2 481626“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის: ვეტერანობის სტატუსის მაძიებელი დოკუმენტაციას წარადგენს სამსახურის შესაბამის ტერიტორიული ორგანოში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია არასრულია, ჩვენი სამსახური ეხმარება ვეტერანის სტატუსის მაძიებელს შესაბამისი უწყებიდან საბუთების მოძიებაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნა მოძიებული ზუსტი მასალები მაძიებლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს ადგენს სამსახურში მოქმედი სპეციალური კომისია. რაც მთავარია, ეს მომსახურება აბსოლუტურად უფასოა.