აქტუალური
საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.
შეხვედრაზე გენერლებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პარტნიორობის მნიშვნელობას. ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. საუბარი შეეხო ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვასაც. გენერალმა ბრედშოუმ ქართულ მხარეს ISAF-ისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტების უფროსებმა გენერალ ბრედშოუს პრეზენტაციები წარუდგინეს.