აქტუალური
„ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებები, ახლა საჭიროა, დაჩქარდეს ვიზალიბერალიზაცია“ - თინათინ ხიდაშელი

1Visa-aqtual-2საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერს შეხვდა. საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება იყო. 
ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებები, ახლა საჭიროა დაჩქარდეს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ევროპას გააქტიურებისკენ მოუწოდა და საქართველოში არსებული მცოცავი ოკუპაციის გამო შეშფოთება გამოხატა.