საზოგადოება
საქართველო კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

foodist9-12 დეკემბერს საქართველო სტამბულში დაგეგმილ კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა "FOODIST 2010"-ში მიიღებს მონაწილეობას. გამოფენის მსვლელობისას, 4 დღის განმავლობაში, მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, გამართონ პრომოაქციები და ბიზნესფორუმები. ასევე დაგეგმილია სემინარები და კონსულტაციები სხვადასხვა თემაზე, პრეზენტაციები მომსახურების სფეროში ახალ მიმართულებებზე. გამოფენაში მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ კონტაქტები გამოცდილ სადისტრიბუციო, სამომხმარებლო და ვიზიტორ ჯგუფებთან. გამოფენას, მონაწილე კომპანიების გარდა, 180 ათასამდე სტუმარი ეყოლება.