სამართალი
სერთიფიცირების საბჭო 100-მდე ექიმის საქმეს განიხილავს

medical-report30-მდე სამედიცინო დაწესებულების 100-მდე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სერთიფიცირების საბჭო გადაწყვეტს.

მათ შორისაა ის გახმაურებული და სკანდალური საქმეები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოებისა და სამშობიაროების ექიმების საქმიანობას უკავშირდება.

საბჭოს თავმჯდომარე, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ანდრია ურუშაძე იქნება.

ერთ-ერთი ინციდენტი, სავარაუდოდ, ზაფხულში მეოთხე სამშობიაროში მომხდარი სკანდალი იქნება. მეოთხე სამშობიარო სახლი ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ შეამოწმა. ერთ-ერთი მშობიარე, ირმა გოგიაშვილი, სამედიცინო პერსონალს ჩვილის სიკვდილში ადანაშაულებს. მისი აზრით, ექიმების უყურადღებობის მიზეზი ის იყო, რომ მას პოლისით უნდა ემშობიარა და ექიმებისთვის ხელზე ფულის მიცემა არ შეეძლო.