საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. 2011 წელს გარდაცვლილი პოლკოვნიკის საქმეში პროკურატურა ბაჩო ახალაიას წამებაზე, სექსუალური ძალადობის ორგანიზებაზე და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე ედავება.
გამოძიების მიხედვით, თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ახალაია, თეთრაძისაგან სამხედრო მეგის ქარდავასთან ერთად ძალადობრივი გზით ჯაშუშობის თაობაზე აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდა.სერგო თეთრაძის დაკავება მოხდა 2011 წლის 17 სექტემბერს. ორ დღეში მას ჯაშუშობის ბრალდებით წაუყენეს ბრალი. აღმკვეთ ღონისძიებაზე გადაყვანისას იგი უკვე სასტიკად ნაცემი იყო...
ამ საქმესთან დაკავშირებით იყო ბრალდებული ასევე დავით ლონდარიძე და გია გორელაშვილი. ლონდარიძემ ჩვენებაში განაცხადა, რომ დედამისს რუსთავის ბაზრობის ტერიტორიაზე ჰქონდა მიწის ნაკვეთი, მეგის ქარდავა აიძულებდა მას, რომ დაეთმო ეს მიწის ნაკვეთი, როდესაც ლონდარიძემ ეს არ გააკეთა, იგი დააკავეს.
ლონდარიძის საქმე რომ გაემყარებინათ, პროკურატურას უნდოდა ადამიანი, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავებდნენ. გამოძიების მიხედვით ნახეს სერგო თეთრაძის ნომერი დავით ლონდარიძის ტელეფონში და გავიდნენ სერგო თეთრაძეზე.
სერგო თეთრაძე წამების შედეგად განვითარებული მწვავე გულსისხლძარღვთა უკმარისობით დაიღუპა.