საზოგადოება
"მოვუწოდებ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ მედიასაშუალებებს, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია"

1narmania-sazog-2საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მერი დავით ნარმანია დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მდინარე ვერეს ხეობაში ჩაშვებულ კანალიზაციას მოხალისეებთან რაიმე შეხება ჰქონდა.

მოვუწოდებ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ მედიასაშუალებებს, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია, ვიდრე ამ ინფორმაციას გამოიყენებენ. ეს ეხება ცალკეულ ისეთ განსაკუთრებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიერ არის შექმნილი და ცდილობენ მაქსიმალურად დეზინფორმაციის გავრცელებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მოვარდნილი წყალდიდობის დროს, მდინარე ვერეს ხეობასთან რამდენიმე ადგილას კომპანია GWP-საკუთრებაში არსებული გამწმენდი ნაგებობა დაზიანდა, თუმცა მათ მოხალისეებთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია და მითუმეტეს მოწამვლის ფაქტები არ ყოფილა", - განაცხადა  ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია GWP-მ მიიღო დროებითი ზომები და გუშინწინ კომპანიამ გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინა.