აქტუალური
სტიქიის შედეგად დაზარალებული და სიცოცხლისთვის საშიში რისკის მქონე ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახთა იდენტიფიცირება აქტიურად მიმდინარეობს

1stiqia-aqtual-3საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. იდენტიფიცირების დასრულების შემდეგ შედგება განსახლების წესი, რომლებსაც თბილისის მერია ოჯახებს შესთავაზებს.

ამავდროულად მიმდინარეობს დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა. გმირთა მოედანი არის ერთ-ერთი კვანძი, სადაც ხდება მოძრაობის კონცენტრირება და დიდი რაოდენობის ავტომობილების თავმოყრა, მაგისტრალს გამტარის ფუნქცია აქვს, შესაბამისად მას დიდი მნიშვნელობა აქვს საცობების განტვირთვის კუთხით. თავდაპირველ პროექტში არსებული ლაფსუსები, რომელიც მაგისტრალს საფრთხეს უქმნიდა, მაქსიმალურად იქნება აღმოფხვრილი.