აქტუალური
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს
1spasateli-aqtual-2საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ახმეტაში, გომეწრის ხეობაში გადავარდნილი ტრაქტორის შესახებ. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა ერთი პიროვნება, მეორეს - 47 წლის მამაკაცს კი სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა. მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით, შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ, დაზარალებული მამაკაცი თბილისში ჩამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.