აქტუალური
საია სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა და მათ მიმართ მუქარის ფაქტის ეფექტური გამოძიება
1aociaxia-aqtual-1საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება.
2015 წლის 23 ივნისის სტატიაში კარიკატურის გამოქვეყნების გამო საქართველოში ჟურნალისტს სიკვდილით ემუქრებიან“ ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება მუქარა. საია მიესალმება საგამოძიებო ორგანოს სწრაფ რეაგირებას და მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ აღნიშნულ საქმეზე სწრაფი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, ასევე უზრუნველყონ ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება და დაცვა ყველა შესაძლო ხელშეშლისა და უკანონო ზემოქმედებისაგან.
საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას ჟურნალისტების უფლებები და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე სასამართლო წარმოების ეტაპზე.