სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაისის თვის და იანვარ-მაისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

Statistika-samart-2საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს.

2015 წლის მაისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3179 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1360 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 42.78%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -7.48%.

2015 წლის მაისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2094 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1192 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.92%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -6.93%.

2015 წლის იანვარ-მაისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 14711 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 7914 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 53.8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -11.78%.

2015 წლის იანვარ-მაისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 10244 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 6680 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65.21%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -14.01%.