სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ორი შუახნის მამაკაცი უვნებლად გამოყვანეს

Spasatel-samart-1საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. მოქალაქეები ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის დონის მატების გამო, მდინარე მტკვარში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე აღმოჩდნენ და მაშველების დახმარებას ითხოვდნენ. სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მამაკაცები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.