პოლიტიკა
ქართველ ლოგისტიკოსები “ფორტ სტიუარტში” გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ
Georgia-polit-3საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ივნისის შუა რიცხვებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკოსთა ჯგუფი აშშ-ის ჯორჯიის შტატში არსებულ ფორტ სტიუარტს ეწვია, სადაც შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ჩატარებულ საველე სწავლებას დააკვირდა. ჯგუფმა იხილა უზრუნველყოფის ბატალიონის მიერ ტაქტიკური მართვის ცენტრისა და ბრიგადის უზრუნველყოფის რაიონის მოწყობა საველე პირობებში, ამასთანავე ტექ-მომსახურებისა და წყლის გაწმენდის ოპერაციები. საქართველოში დაბრუნებისას ლოგისტიკოსები მიღებულ ცოდნას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კოლეგებს გაუზიარებენ. გაცნობითი ხასიათის სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და მისი მიზანი ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაუმჯობესებაა.