აქტუალური
ბალხის პროვინციაში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს

avganet-aqtual-3საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ქვეითად გადაადგილების დროს ქართულმა ქვედანაყოფმა მიწაში ჩაფლული ძველი საბრძოლო ნივთიერებები შეამჩნიეს, რის შემდეგაც გამნაღველებმა საეჭვო ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და გაწმინდეს. პატრულირება 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ქართული ასეულის პატრულირების მიზანი ბაზა "მარმალის" დაცვა, საპატრულო რაიონის კონტროლი, მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ქართველმა სამხედროებმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს.