აქტუალური
„სახელმწიფო ელექტროსისტემის 10-წლიანი სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის“

energetik-aqtual-1საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა“ ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის „სსე“ განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის შემუშავებას და მის გავლენას ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და დარგის განვითარების პროცესებზე.

საქართველოს დაახლოებით 80 მლრდ კვტ./სთ ენერგიის რესურსი აქვს, თუმცა აქედან ინვესტორებისთვის ეკონომიკურად საინტერესო მხოლოდ 40 მლრდ.კვტ/სთ ენერგიის პოტენციალია.

...ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, რაც მომავალი 10 წლის განვითარების ხედვებსა და სავარაუდო სცენარებს მოიცავს...

ინვესტორისთვის, რომელიც ხვდება აბსოლუტურად უცხო გარემოში… აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელი ხდება ქვეყნის მთლიანი ენერგეტიკული ვითარების შესწავლა.

ერთი მხრივ ასეთი ტიპის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება არის გარკვეული მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დარგი და მისი განვითარება სახლემწიფოსთვის მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ სტრატეგიული დაგეგმვა ქმნის სტაბილურობის განცდას, რაც უცხოელი ინვესტორისთვის ყველაზე საინტერესო ფაქტორია“,– განაცხადა, კერძოდ, „აფბას“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.