უცხოეთი
თინა ხიდაშელის საყურადღებოდ: „აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერის განცხადებით, ნატო არ მიისწრაფვის რუსეთის მტრად მოკიდებისკენ და მასთან თანამშრომლობას იმედოვნებს საერთაშორისო საკვანძო საკითხებში, რომელთა გადაჭრა ყველა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება“!

zarub-3-analitსაქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს უმასპინძლებს, აღიარა, რომ აშშ-მა და ნატოს ქვეყნებმა, ცივი ომის დროიდან მოყოლებული, საერთაშორისო საკითხების გადაჭრაში წარმატებების მიღწევა მხოლოდ რუსეთთან ერთობლივად შეძლეს. „ცივი ომის დასრულების შემდგომი ხანიდან ჩვენ არსებით პროგრესს მივაღწიეთ რუსეთთან ერთად. ვიმეორებ: არა მის წინააღმდეგ და მის გარეშე, არამედ მასთან ერთად!“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ბერლინში საზოგადოებრივი კავშირი Atlantik-Bruecke-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს „არ სურს მოსკოვთან არც ცივი და არც ცხელი ომი“ და არც რუსეთის მტრად მოკიდებას აპირებს.