უცხოეთი
იდიოტი სააკაშვილი გაოცებულია თავისი ნამოქმედარის შედეგებით: „უკრაინა ევროპის უღარიბესი ქვეყანაა, სომხეთზემ ალბანეთზე, კოსოვოზე ღარიბი!“

zar-2-analitსაქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის სიღარიბე „ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება!“ - განაცხადა გამოცემა Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ამჟამად უკრაინა ევროპის უღარიბესი ქვეყანაა. „მთლიან შიდა პროდუქტზე დაყრდნობით უკრაინა მოლდოვაზე ღარიბია, რომელიც უწინ ყველაზე ღარიბი იყო, სომხეთზე, ალბანეთზე, კოსოვოზე ღარიბია. და ეს კატასტროფაა, იმიტომ, რომ თუ უკრაინის რესურსებს სხვა ქვეყნებისას შევადარებთ, ეს ბუნების ყველა კანონს ეწინააღმდეგება“, - მოჰყავს „ინოტვ“-ს ოდესის გუბერნატორის სიტყვები.

უწინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ „ეკონომიკის განვითარების ხელსაყრელ პირობებში უკრაინა 2013 წლის დონეს მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიაღწევს. იმისათვის, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ხანის მაჩვენებლებს მიაღწიოს, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი წელიწადში 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორმა.