უცხოეთი
ერევანში „მაიდანი“ იწყება - საქინფორმის მთავარი რედაქტორის 2014 წლის 23 სექტემბრის პროგნოზი გამართლდა (ვიდეო)

zar-1-analit-mt2014 წლის 23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექსპერტებმა - მეცნიერებმა, ანალიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა, დიპლომატებმა, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და ეთნიკური დიასპორების ლიდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, პუბლიცისტებმა და ჟურნალისტებმა.

კონფერენციაზე საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის - კიევის შემდგომ „მაიდანი“ სომხეთში - ერევანში მოხდება. როგორც ჩანს, მისი პროგნოზი მართლდება.

დღეს, 2015 წლის 23 ივნისს, ერევნის ცენტრში პოლიციამ დაშალა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომლებიც ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დაკავებულთა რიცხვი ზუსტდება, - გადმოსცემს „ნოვოსტი-არმენია“.

მოვლენების ადგილიდან ვიდეოტრანსლაციას ახორციელებდა პორტალი 1in.am (აქციის დაშლის ვიდეოს უყურეთ აქ 11:15:00 საათიდან). ჩაწერილ კადრებში აღბეჭდილია თუ როგორ დაიწყო პოლიციამ წყლის ჭავლებით საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეკავება, რომლებიც ასფალტზე ისხდნენ. ჩანს, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი წინააღმდეგობას უწევდა. როგორც news.am აღნიშნავს, დარბევის წინ მაღალჩინოსანი პოლიციელები სულ მოუწოდებდნენ აქტივისტებს თავისუფლების მოედანზე დაბრუნებისა და დემონსტრაციის იქ გაგრძელებისკენ, რათა დაბრკოლებები არ შეექმნათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის. სააგენტო მიუთითებს, რომ მხოლოდ აქციის მონაწილეთა უმნიშვნელო ნაწილი დაემორჩილა წესრიგის დამცველთა მოთხოვნებს.

უწინ ძალოვნებმა გადაკეტეს ცენტრალური ბაგრამიანის პროსპექტი, სადაც სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანის რეზიდენცია, პარლამენტის შენობა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საკონსტიტუციო სასამართლოა განთავსებული, და საითაც რამდენიმე ათასი დემონსტრანტი მიემართებოდა.

19 ივნისიდან ერევანში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სადღეღამისო საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის საფასურის გაძვირების წინააღმდეგ. სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების სახელმწიფო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთში ელექტროენერგიის საფასურის - 1კვ/ტ-ზე 6.93 დრამით (475.03 დოლარი) გაძვირების შესახებ. ახალი ტარიფი 1 აგვისტოდან ამოქმედდება. მაისის დასაწყისში „სომხეთის ელექტროქსელმა“, რომელიც 100%-ით რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების სახელმწიფო კომისიას ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის განაცხადით მიმართა. კომპანია მომხმარებლისთვის დღის საათებში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას 1 კვ/ტ-ზე 58 დრამით სთავაზობდა, ნაცვლად მოქმედი 31.85 დრამისა. კომისიის წარმომადგენელმა გარეგინ ბაგრამიანმა სხდომაზე განაცხადა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი - ვალუტის კურსის მერყეობაა.

Newsru.ua-ს მასალების მიხედვით

zar-1-analit-qvem