“ივანიშვილი სასამართლოს ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით მართავს“ - ირაკლი ალასანია
საქართველო, 23 ივნისი,
საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების"ლიდერმა
ირაკლი ალასანიამ "რუსთავ 2"-ის გადაცემა P.S-ში გააკეთა.
„ყველა აწყდება ფაქტობრივად ერთი და იგივე გვარს და სახელს, ეს არის ოთარ ფარცხალაძე. მე არ დავუბრუნდები იმ თემას, ზნეობასთან რამდენად ახლოს დგას ეს ადამიანი, ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ის არის პირდაპირი ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილის ხელში, განახორციელოს ზეწოლა სასამართლოებზე და ასევე ინსტრუმენტი, როთიც ის მართავს პროკურატურას არაფორმალურად. აბსოლუტურად სრული ნდობა აქვს და აქვს ბერკეტები მოცემული, რათა გადაწყვეტილება მიიღოს პროკურატურასთან დაკავშირებით" , - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ალასანიამ.