რელიგია
თამარ ტალიაშვილისა და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით სტიქიით დაზარალებული მოზარდები პატრიარქს შეხვდნენ

sazog-3-relig-1-mtavarსაქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ბავშვების მხარდაჭერის მიზნით, საპატრიარქოს ტყე-პარკში გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა და ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.

გადავწყვიტეთ იმედის და რწმენის დღე გვეჩუქებინა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია გადაიტანეს. ბავშვების ფსიქოლოგიური, ემოციური და მორალური განვითარების მიზნით, სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიმართა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ პატარებისთვის იმედის, რწმენისა და სიყვარულის გარემო შეგვექმნა“, - განაცხადა ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაზარალებული ოჯახებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინა, დალოცა ბავშვები და ჯვრებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.

sazog-3-relig-1-qvem