აქტუალური
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საავიაციო ბრიგადას ესტუმრა მარნეულში, სადაც მალე ნატოს ბაზა იქნება?

aqtual-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. მინისტრთან ერთად მარნეულში გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგო ძაგნიძე იმყოფებოდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ საავიაციო ბრიგადაში არსებული ინფრასტრუქტურის სახურავები დააზიანა. ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანისა და განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ადგილზე მინდოდა მენახა, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. სახურავები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს. ამ საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა საავიაციო ბრიგადის დათვალიერების შემდეგ.

უცხოური წყაროების (არა რუსულის) შეუმოწმებელი ინფორმაციით, ნატოს პირველი ბაზა საქართველოში სწორედ მარნეულში და არა ვაზიანში, ფოთში, ახალქალაქში ანდა ბატუმში გაიხსნება.