უცხოეთი
პოლ კრეიგ რობერტს რობერტს: „აშშ–ს არ შეუძლია ვლადიმერ პუტინის კალიბრის ლიდერების შექმნა“
zarub-2საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემას უკვე აღარ შეუძლია ღირსეული პოლიტიკური ლიდერების შექმნა, წერს ამერიკელი პოლიტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მოღვაწე. „თანამედროვე ამერიკა ძალიან ჰგავს რომის იმპერიას თავისი დასასრულის წინ, როდესაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე კლანები ცდილობდნენ ტახტზე თავიანთი მარიონეტები დაესვათ –აცხადებს იგი. შტატებში ლიდერის პოზიცია დამოკიდებულია ფინანსური ისტებლიშმენტის მხარდაჭერაზე:  პრეზიდენტი და წამყვანი პოლიტიკური პირები წარმოდგენენ მხოლოდ ექვსი გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მეტი მათ არაფერი აღელვებთ. მსგავსი სიტუაცია ვითარდება  იმ ქვეყნებშიც, სადაც დასავლური ტიპის პოლიტიკური ლიდერობა მყარდება: ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და კანადაში ლიდერად დაბადებული პიროვნება სისტემის მიერ არის უარყოფილი, – წერს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ ნამდვილი ეროვნული ლიდერები გამოჩნდნენ ევრაზიასა და ლათინურ ამერიკაში. „ახლანდელი ამერიკელი ლიდერები  არფერს წარმოდგენენ ვლადიმერ პუტინის ან თუნდაც ჩინეთის, ბოლივიის, არგენტინის, ბრაზილიის და ინდოეთის ლიდერებთან შედარებით“ ,– აღნიშნავს პუბლიცისტი.