უცხოეთი
სააკაშვილის გამო პოროშენკომ ნალივაიჩენკო და სამი მოადგილე დაითხოვა

zarub-3საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. 18 ივნისს უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით თადარიგში გაუშვეს ვალენტინა ნალივაიჩენკო (უკრაინის უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელი), რომელიც ავაკოვისაგან („შშს“ მინისტრი) განსხვავებით საფრთხეს წარმოადგენდა ოდესის გუბერნატორი სააკაშვილის მომავალი მაქინაციებისათვის, კერძოდ ოდესის საზღვაო პორტების გაყიდვასთან დაკავშირებით. 19 ივნისს კი პეტრე პოროშენკომ თანამდებობიდან დაითხოვა ნალივაიჩენკოს სამი მოადგილე:  იური არტიუხოვი, ვიტალი ციგანკი, ვიქტორ იაგუნი. აგრეთვე, თანამდებობიდან განთავისუფლდა მთავარი საგამომძიებლო სამმართველოს ხელმძღვანელი ვასილ ვოვკი.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამის მიზეზად დაასახელეს სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის უთანხმოება გენპროკურატურასა და უშიშროებასთან.

 თავად ნალივაიჩენკო კი აცხადებს, რომ მისი გადაყენება კრემლის ინსპირირებულია. მან აღნიშნა, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად იგი მეორე პირია იაცენიუკის შემდეგ, რომელსაც ხელისუფლებას ჩამოაცილებენ.