რელიგია
სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების 9-წევრიან ოჯახს ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა გადაეცა

aqt-3-rel-mtavariსაქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საჩუქარი მრავალშვილიანმა ოჯახმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაზარალებულებს საპატრიარქოში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. ჩვენი ხალხი არაფერს იშურებს გაჭირვებულთა დასახმარებლად. არის ერთი ოჯახი ჯულია ხოფერია ოჯახი, რომლის შვილმაც გადმოსცა საქართველოს საპატრიარქოს ბინა, რათა ეს ბინა ვაჩუქოთ მრავალშვილიან ოჯახს. კარგია, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ საკუთარი ჭერი. ჩვენ მოგიმზადეთ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად და ასევე გადმოგცემთ სახარჯო ფულს 1000 ლარს“, – განუცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეკრებილ ოჯახის წევრებს.

 საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების ოჯახის დახმარებისთვის. “ დამირეკა ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა და მითხრა, რომ ამ დღეებში მუდმივად ცუდ ინფორმაციას იღებ და მინდა, კარგი ინფორმაციაც მოგაწოდოო. პირველად სწორედ მე მაცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენო უწმინდესობავ, ამ სიკეთისთვის. პატრიარქმა გვთხოვა შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა და სწორედ ენუქიძეების ოჯახი აღმოჩნდა ასეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას“,–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ენუქიძეები, სტიქიის შემდეგ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობდნენ. ოჯახის უფროსი, კარპო ენუქიძე, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაიღუპა.

aqt-3-rel-qvemot