უცხოეთი
„ევროკავშირი დეფოლტისგან საბერძნეთის გადარჩენის თაობაზე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობისა და ევროზონიდან გამოსვლისთვის უნდა მოემზადოს“ – Reuters

zarub-3-analitსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა: „ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საგანგებო მოქმედებების გეგმა, იმიტომ, რომ საბერძნეთი საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხვდება. საბერძნეთისთვის აუცილებელია ენერგომატარებლების მიწოდების საფასურის, პოლიციის თანამშრომლებისათვის ხელფასების, სამედიცინო მოწყობილობების და სხვ. საფასურის გადახდა“.

როგორც ცნობილია, საბერძნეთსა და საერთაშორისო კრედიტორებს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ დაელოდება, სანამ კრედიტორები რეალობას მიუახლოვდებიან.