უცხოეთი
„გაზპრომი“ და ევროპული კომპანიები „ჩრდილოეთის ნაკადის“ სიმძლავრის გაზრდაზე შეთანხმდნენ - უკრაინა თამაშიდან გავარდა

zarub-1-analitსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. გაზსადენის მესამე და მეოთხე მონაკვეთის მშენებლობის პროექტში ჩაერთვებიან „გაზპრომი“, „E. On, Shellდა OMV. გამორიცხული არ არის, რომ ახალ პროექტში გამოჩნდებიან სხვა მონაწილენიც, გაზსადენის ბოლო წერტილად კი გერმანია იქცევა. OMV ახლა გაზს უკრაინის, უჟგოროდის დერეფნის გავლით იღებს, თუმცა კომპანიამ უკვე იცის, რომ უკრაინის გავლით ტრანზიტი 2019წელს შეწყდება. სწორედ ამიტომ OMV- სასწრაფოდ მოითხოვა ახალ პროექტში ჩართვა. აქციონერების წილთა შეფარდება პროექტსი ისეთივე დარჩება,როგორც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ში. ახალი გაზსადენის სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბ/მ-ს შეადგენს, აღნიშნავს „გაზპრომი“.

გაზსატრანსპორტო სისტემა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაფართოების შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსე მილერმა, E. ON SE-ს გამგეობის წევრმა კლაუს შეფერმა, Royal Dutch Shell-ის მთავარმა მმართველმა დირექტორმა ბენ ვან ბერდენმა და OMV AG-ის გამგეობის წევრმა მანფრედ ლიაიტნერმა.

გაზსადენი Nord Stream, რომლის სიგრძეც 1224 კმ-ია, რუსეთის ვიბორგსა და გერმანიის გრაიფსვალდს ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით აკავშირებს.