პოლიტიკა
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. თბილისში დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა პარიზში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რის შესახებაც საქინფორმი იტყობინებოდა.
„არ ვაპირებ გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება, არც იმაზე ლაპარაკს ვაპირებ, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, რადგან მგონია, რომ უპასუხისმგებლობაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მხრიდან დღეს საუბარი ამ ხელშეკრულების შინაარსზე, დეტალებზე, იმაზე, რა ტიპის ღონისძიებების განხორციელებაა დაგეგმილი ამ ხელშეკრულების პირობების მიხედვით. საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ მარტივად გაიგოთ, რომ როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე - ეს არის ძალიან მაღალი რისკი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.