აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა ბაგებში სტიქით დაზარალებულ სამ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება მიუტანეს

aqt-2-mtavariსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში სხვადასხვა სახის ნივთები და პროდუქტები გროვდება. აქციაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაუწიონ.

ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, საინჟინრო, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობს. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე, ასევე ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიაზე და სოფელ ახალდაბასთან.

aqt-2-1 aqt-2-2
aqt-2-3 aqt-2-4
aqt-2-5 aqt-2-6
aqt-2-7