აქტუალური
“ჯერ-ჯერობით შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ყველა პრობლემა მოგვარებულია. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან დაკარგული ადამიანები…” - თავდაცვის მინისტრი

aqt-1-mtavariსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი.  თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროპაში ვიზიტის დასრულების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ სტიქიის ზონაში გაემართა. თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიაწოდა. თინათინ ხიდაშელი დეტალურად გაეცნო ქართველი სამხედროების მიერ შესრულებულ სამუშაოებს.

„...უკვე სარეაბილიტაციო ქმედებებზე უნდა გადავიდეთ... უკვე უნდა დავიწყოთ მობილიზება იმისათვის, რომ მოხდეს აღდგენითი სამუშაოების წარმოება და არამხოლოდ მოძიების და გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ჩვენს ვალდებულებას ვასრულებდით, ხოლო თბილისელებს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ის ძალიან დიდი სოლიდარობა, რომელიც ქალაქმა აჩვენა, რა თქმა უნდა, იყო უპრეცედენტო და ძალიან მისასალმებელი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რის შემდეგაც ვაკე-საბურთლოს ახალი გზის დაზიანებულ მონაკვეთსა და სვანიძის ქუჩაზე მივიდა, სადაც ჯარისკაცები მუშაობენ.

aqt-1-1 aqt-1-2
aqt-1-3 aqt-1-4
aqt-1-5 aqt-1-6
aqt-1-7 aqt-1-8
aqt-1-9 aqt-1-10