საზოგადოება
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, 13 ივნისს სტიქიური მოვლენების განვითარების შემდეგ საგანგებო შტაბში შემუშავებულ იქნა პრევენციული ღონისძიებების გეგმა... მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია მდინარე ვერეს წყალშემკრები აუზის არეალში ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ, რამდენიმე წუთის განმავლობაში განხორციელდა მდგომარეობის გადამოწმება სასიგნალო სისტემის მეშვეობით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მდ. ვერეს ხეობაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ. განხორციელდა ადამიანების და ტექნიკის გაყვანა უსაფრთხო ზონაში.