საზოგადოება
სტიქიის ზონაში დაკარგული, დაზიანებული და ავარიული ქონების აღწერა განხორციელდა

1zona-sazog-2საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, დაზარალებულია 400-მდე პირი (80 ოჯახი), რომლებიც 10 სასტუმროსა და 10 კერძო სახლში გადანაწილდნენ. მოსახლეობა უზრუნველყოფილია საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, მედიკამენტებით და საბავშვო პროდუქტებით.

ბიზნესჯუფებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააკეთონ საზაფხულო სკოლები და მოაწყონ ექსკურსიები დაზარალებული ბავშვებისთვის.

სვანიძის ქუჩაზე სახლების პირველი სართულები გაწმენდილია. მიმდინარეობს სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა და ჩახერგილი შესახვევის ხეებისგან გაწმენდა. ჩატარდა ექსპერტიზა შენობების მდგრადობაზე.

მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები ვერის ორივე ნაპირზე. სამუშაოებში ჩართული იყო 100 სამხედრო, 30 სპორტსმენი და 200 მოხალისე.